ანდრიუს კუბილიუსი, შესაძლოა, უსაფრთხოების, თავდაცვის მრეწველობისა და კოსმოსის საკითხებში ევროკომისარი გახდეს

ევროკომისარ ურზულა ფონ დერ ლაიენის განახლებულ ევროკომისიაში უსაფრთხოების, თავდაცვითი მრეწველობისა და კოსმოსის საკითხების კომისარი, სავარაუდოდ, ლიტველი პოლიტიკოსი ანდრიუს კუბილიუსი გახდება, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ ამ დასკვნამდე მივიდა ევროკომისიის, ევროპარლამენტისა და ევროპული საბჭოს, ევროპის ქვეყნების ოფიციალურ პირებთან საუბრების შემდეგ.
Politico-ს თქმით, ფონ დერ ლაიენმა ადრე აღნიშნა, რომ თავდაცვის საკითხების კომისრის ახალი თანამდებობა უნდა მიეცეს ვინმეს აღმოსავლეთ ევროპიდან.
ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტის მოქმედი დეპუტატია, რომლის ყურადღების ცენტრშია უცხოური საკითხები. ეს უაკანასკნელი ხუთ წელზე მეტი ხნის განმავლობაში მუშაობდა პრემიერ-მინისტრად. კუბილიუსს ეს თანამდებობა ორჯერ ეკავა.
Politico ხაზს უსვამს, რომ კუბილიუსი ხმამაღლა უჭერს მხარს უკრაინას და გამოდიოდა მოწოდებით, უკრაინის აღდგენის ხარჯები გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით დაფინანსებულიყო.
კუბილიუსი საქართველოში მიმდინარე პროცესებზეც ხშირად აკეთებს კომენტარს და ქვეყნის ხელისუფლებას პროდასავლური ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.