რუსეთი და ირანი ყველა შესაძლო, მათ შორის, ყველაზე მგრძნობიარე სფეროებშიც თანამშრომლობენ - პესკოვი

09.09.24 18:14
რუსეთი და ირანი ყველა შესაძლო, მათ შორის, ყველაზე მგრძნობიარე სფეროებშიც თანამშრომლობენ - პესკოვი

კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი არ უარყოფს ცნობებს, რომ შესაძლოა, ირანმა რუსეთს მცირე რადიუსის ბალისტიკური რაკეტები გადასცეს - 9 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე პესკოვმა განაცხადა, რომ ოფიციალური მოსკოვი და თეირანი თანამშრომლობას "ყველა შესაძლო სფეროში, მათ შორის, ყველაზე მგრძნობიარე სფეროებშიც" ავითარებს.

დიმიტრი პესკოვმა ბალისტიკური რაკეტების მიწოდების შესახებ ცნობებზე საუბრისას ისიც აღნიშნა, რომ "ამგვარი ტიპის ინფორმაცია ყოველ ჯერზე სინამდვილეს არ შეესაბამება".

კრემლის პრესმდივნის ცნობით, ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების გაღრმავება კვლავ გაგრძელდება.