უკრაინა შვედეთისგან €400-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს

უკრაინა შვედეთისგან €400-მილიონიან სამხედრო დახმარების პაკეტს მიიღებს - დახმარების ახალი პაკეტი ჯავშანტრანსპორტიორ PBV 302-ის შემნიღბველ მოწყობილობებს, Robot System 70 ტიპის გადასატან საზენიტო სარაკეტო კომპლექსებს მოიცავს.
პაკეტში ასევე მსხვილი და მცირე კალიბრის ჭურვები, ტანკსაწინააღმდეგო ნაღმები, ყუმბართმტყორცნები, ჩაფხუტები და ზამთრის ტანსაცმელია. ამასთან, შვედეთი უკრაინას Combat Boat 90 მოდელის საბრძოლო კატერებს გადასცემს.