დაკეტილი აეროპორტები და გადამწვარი საცხოვრებელი კორპუსები - მოსკოვს დრონებით შეუტიეს
მოსკოვს დრონებით შეუტიეს. როგორც ცნობილია, სამმა აეროპორტმა - დომოდედოვომ, ვნუკოვოსა და ჟუკოვსკიმ მუშაობა შეწყვიტა.
პირველი დრონი ლიუბერცის ურბანულ რაიონში 2:20 საათზე ჩამოაგდეს. შემდეგ უპილოტო საფრენი აპარატები ჩამოაგდეს მოსკოვის მახლობლად ჟუკოვსკში. ადგილობრივების თქმით, თავდაპირველად მათ სულ მცირე ექვსი აფეთქება გაიგეს.
მოსკოვის ოლქის გუბერნატორმა ვორობიევმა 05:23 საათზე განაცხადა, რომ რუსეთის საჰაერო თავდაცვამ 14 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო ქალაქ პოდოლსკის, რამენსკოეს, ლიუბერცის, დომოდედოვოსა და კოლომნას რაიონებში.
მოგვიანებით, რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რამენსკოეში მაღლივი კორპუსები დაზიანდა - მე-11-12 სართულების მიდამოებში ბინებს ცეცხლი გაუჩნდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ 9 წლის ბავშვი გარდაიცვალა, თუმცა ეს ინფორმაცია შემდგომში არ დადასტურდა.
თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ მაღალსართულიან კორპუსში, მინიმუმ, 20 ბინა დაზიანდა. მაღალსართულიან შენობებზე თავდასხმის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა.