ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

10.09.24 10:33
ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო

ევროკავშირმა სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ მოლაპარაკებები დაიწყო. ამის შესახებ ევროკომისიის განცხადებაშია აღნიშნული.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ევროკომისია და სომხეთის მთავრობა მჭიდროდ ითანამშრომლებენ და იმუშავებენ დიალოგის ეფექტურად წარმართვისთვის.

დიალოგი გააგრძელებს მიმდინარე ძალისხმევას სომხეთის ყოვლისმომცველი რეფორმების დღის წესრიგის მხარდასაჭერად, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, რომლებიც გადამწყვეტია ბლოკთან უვიზო მიმოსვლისთვის, როგორიცაა დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრებისა და მიგრაციის მენეჯმენტი, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა და ფუნდამენტური უფლებების დაცვა.

პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული, გაგრძელდება მანამ, სანამ საჭირო იქნება და უვიზო მიმოსვლაზე ავტომატური გადასვლა არ მოხდება. ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტის მიერ ვიზალიბერალიზაციის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე ყველა კრიტერიუმი სრულად უნდა შესრულდეს", - აღნიშნულია განცხადებაში.

სავიზო რეჟიმის გადახედვაზე განცხადება გააკეთა ნიკოლ ფაშიანიანმაც. 

"მოხარული ვარ, რომ ჩვენს ურთიერთობებში შესამჩნევი ცვლილებებია: იწყება მოლაპარაკებები სავიზო რეჟიმის ვიზალიბერალიზაცია, მიღებულია გადაწყვეტილება მშვიდობის ევროპული ფონდით სომხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერა, რასაც დიდად ვაფასებთ", - განაცხადა ფაშინიანმა ევროკომისიის ხელმძღვანელის მოადგილესთან, მარგარიტის სხინასისთან შეხვედრაზე, რომელიც ერევანში იმყოფება.

მსგავსი სიახლეები