შმიგალი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად 2025 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს

10.09.24 19:59
შმიგალი: უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზად 2025 წლის ბოლოსთვის უნდა იყოს

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებისთვის 2025 წლის ბოლოსთვის მზად უნდა იყოს.

შმიგალის თქმით, სწორედ ესაა მათი სტრატეგიული მიზანი.

ჩვენი მიზანი ამბიციურია - გვინდა ვიყოთ მზად ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არაუგვიანეს 2025 წლის ბოლომდე, მაგრამ ზოგადად, სტრატეგიულად, გვესმის, რომ ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანება უნდა იყოს სამართლიანი მშვიდობის განუყოფელი ნაწილი. ეს არის ჩვენი სტრატეგიული მიზანი“, - აღნიშნა უკრაინის მთავრობის მეთაურმა.