რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო, აშშ-მა ირანი დაასანქცირა
რუსეთისთვის ბალისტიკური რაკეტების გადაცემის გამო, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ირანს სანქციები დაუწესა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოცხადებული სანქციების ახალ სიაში შევიდა ირანისა და რუსეთის ათი ფიზიკური და ექვსი იურიდიული პირი, ასევე ოთხი გემი, რომელთა მეშვეობითაც თეირანი რუსეთს აწვდიდა იარაღს, მათ შორის, უპილოტო საფრენ აპარატებს.
ამასთან, აშშ-მა დამატებითი შეზღუდვები დაუწერა ირანის წამყვან ავიაკომპანიას, Iran Air-ს.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა სანქციების სიაში შეიყვანა სამი ორგანიზაცია და განკარგულება გასცა ხუთი გემის კონფისკაციაზე, რომლებიც რუსეთისთვის ირანული შეიარაღების სისტემების გადაცემაში მონაწილეობდნენ.
"შეერთებული შტატები, პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას", - განაცხადეს აშშ-ის ფინანსთა სამინისტროში.