ბაიდენი არ გამორიცხავს, უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული იარაღით დარტყმის ნებართვა მისცეს
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "არ გამორიცხავს" უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ამერიკული იარაღით დარტყმის ნებართვა მისცეს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ბლინკენს ჰკითხეს, განიხილავს თუ არა ბაიდენი აღნიშნულ საკითხს. სახელმწიფო მდივნის თქმით, შეერთებული შტატები დარწმუნდა, რომ უკრაინას აქვს „ყველაფერი, რათა ეფექტურად მოიგერიოს რუსული აგრესია“.
ამასთან, ბლინკენმა აღნიშნა, რომ ვაშინგტონს ასევე უნდა განეხილა სხვა ფაქტორები, მაგალითად, შეეძლოთ თუ არა უკრაინულ ძალებს გამოიყენონ და შეინარჩუნონ დასავლელი მოკავშირეების მიერ მოწოდებული „დახვეწილი სისტემები“.
ჩვენ არასდროს გამოვრიცხავთ. მაგრამ როდესაც ჩვენ ჩავერთვებით, გვსურს დავრწმუნდეთ, რომ ეს კეთდება ისე, რომ ეს უკრაინას მიზნის მიღწევაში დაეხმარება, - თქვა ბლინკენმა.