ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა

11.09.24 12:28
ბრიტანეთმა სანქციების სიაში კიდევ 10 რუსული გემი დაამატა

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა - გაერთიანებულმა სამეფომ შავ სიაში კიდევ 10 რუსული ხომალდი შეიყვანა.

განახლებული დოკუმენტის თანახმად, რომელიც ბრიტანეთის ფინანსთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნდა, გემები, სავარაუდოდ, "იმ საქმიანობაში არიან ჩართულები, რომლის მიზანიც უკრაინის დესტაბილიზაცია და ქვეყნის სუვერენიტეტისთვის საფრთხის შექმნაა".

ოფიციალური ლონდონის ინფორმაციით, სანქცირებულია ტანკერებია: NS Corona, NS Clippper, NS Asia, SCF Baltica, SCF Vankor, Aniva Bay, Olimpiysky Prospekt, Leonid Loza, Vladimir Tikhonov და Nikolai Zuev. 

ტანკერებს გაერთიანებული სამეფოს პორტებში შესვლა ეკრძალებათ და შესაძლოა, გაუქმდეს მათი რეგისტრაცია დიდი ბრიტანეთის გადაზიდვების რეესტრშიც. 

მსგავსი სიახლეები