ბლინკენი და ლემი უკრაინის მხარდაჭერის ნიშნად კიევში ჩავიდნენ
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი და ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი კიევში ჩავიდნენ. ვიზიტის მიზანია, უკრაინის მაღალჩინოსნებთან შეხვედრა და უკრაინის მხარდაჭერა რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.
ბლინკენი და ლემი კიევში ჩავიდნენ , იმ ფონზე, როცა უკრაინა თავის დასავლელ მოკავშირეებს მოუწოდებს მოხსნან შეზღუდვა გრძელი რადიუსის იარაღის გამოყენებაზე, რუსეთის სიღრმეში მდებარე სამიზნეებისთვის.
ვფიქრობ, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი მომენტია, ინტენსიური საშემოდგომო ბრძოლაში, რუსეთის მხრიდან მისი აგრესიის ესკალაციის ფონზე" - განაცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებთან.
აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 10 სექტემბერს თქვა, რომ მისი ადმინისტრაცია მუშაობს შეზღუდვების მოხსნის გზებზე, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.