პირველი და მწვავე ტელედებატები ჰარისსა და ტრამპს შორის - ვისი უპირატესობით დასრულდა ცხარე დისკუსია?

პირველი და მწვავე ტელედებატები კამალა ჰარისის უპირატესობით - CNN-ის ინფორმაციით, დემოკრატი ჰარისის და რესპუბლიკელი ტრამპის დებატების გამარჯვებულად ამომრჩევლებმა ჰარისი დაასახელეს. ისინი ტელეკომპანია "სი ენ ენისა" და ერთ-ერთი კვლევითი კომპანიის მიერ ჩატარებულ გამოკითხვაში მონაწილეობდნენ. დებატები რამდენიმე საათის განმავლობაში პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. ჰარისმა და ტრამპმა მწვავედ იკამათეს საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე. კანდიდატები ერთმანეთს სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებდნენ.
ვრცლად ნახეთ ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.