უკრაინისთვის რუსეთზე დასავლური რაკეტებით დარტყმის უფლების მიცემა საპასუხო რეაქციას გამოიწვევს - კრემლი დასავლეთს აფრთხილებს
კრემლმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ რომ უკრაინისთვის რუსეთის ტერიტორიაზე დასავლური რაკეტებით დარტყმის უფლების მიცემა, მოსკოვისგან საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.
ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ისაუბრა.
ჩვენი პასუხი იქნება შესაბამისი. ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროპული ქვეყნების ჩართულობა უკრაინის კონფლიქტში პირდაპირია და ყოველი ახალი ნაბიჯი ზრდის ამ ჩართულობის ხარისხს“, – განაცხადა პესკოვმა.