"შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ" - უკრაინის თავდაცვა

12.09.24 10:12
"შავი ზღვის თავზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ჩამოვაგდეთ" - უკრაინის თავდაცვა

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ინფორმაციით, შავ ზღვაში ოპერაციის დროს უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ჯარისკაცებმა რუსული "Су-30СМ" საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურეს.

უწყების ცნობით, თვითმფრინავი რუსეთის საჰაერო კოსმოსური ძალების 43-ე ცალკეულ საზღვაო საავიაციო პოლკს ეკუთვნოდა, რომელიც დროებით ოკუპირებული ყირიმის ქალაქ საკის აეროდრომზეა დაფუძნებული.

ამასთან, უკრაინული მხარის ცნობით, ასეთი თვითმფრინავის ღირებულება დაახლოებით $50 მილიონია.