დონეცკის ოლქში “წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

12.09.24 19:40
დონეცკის ოლქში “წითელი ჯვრის“ სამი თანამშრომელი დაიღუპა, ორი კი დაშავდა

“წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტმა დაადასტურა, რომ დონეცკის ოლქში, სოფელ ვეროლიუბოვკის დაბომბვის შედეგად ორგანიზაციის სამი თანამშრომელი დაიღუპა და ორი დაშავდა.

“წითელი ჯვრის“ ინფორმაციით, დარტყმა განხორციელდა იმ ადგილას, სადაც დაგეგმილი იყო ჰუმანიტარული დახმარების განაწილება და თანამშრომლები აპირებდნენ ადგილობრივი მოსახლეობისთვის სახლების გასათბობად ხისა და ნახშირის დარიგებას. 

“წარმოუდგენელია, რომ ჭურვი მოხვდეს ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ადგილს“, – განაცხადა „წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის პრეზიდენტმა, მირიანა სპოლიარიჩ-ეგერმა.

მათივე ცნობით, თავდასხმის დროს ადგილობრივი მოსახლეობა არ დაშავებულა.

„წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის თანამშრომლები მუდმივად იმყოფებიან დონეცკის რეგიონში და ჩვენი ავტომობილები მკაფიოდ არის აღნიშნული „წითელი ჯვრის“ ემბლემით“, – წერს ორგანიზაცია.

მსგავსი სიახლეები