ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, უკრაინას ბრიტანული რაკეტები გადავცეთ

13.09.24 10:49
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: პუტინის შესაჩერებლად მნიშვნელოვანია, უკრაინას ბრიტანული რაკეტები გადავცეთ

ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა უნდა მისცეს უკრაინას იარაღი, რომელიც მას სჭირდება რუსეთის "დამარცხებისთვის" გადამწყვეტი საბრძოლო ზამთრის წინ. ამის შესახებ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემიმ კიევში ვიზიტის შემდეგ განაცხადა, იუწყება The Telegraph.


 

დიდი ბრიტანეთის უმაღლესმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ კონფლიქტი რუსეთმა დაიწყო. ლემიმ აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია უკრაინას მისცენ ის, რაც მას ამ ომის მოსაგებად სჭირდება.

ეს არის გადამწყვეტი პერიოდი ბრძოლაში, რადგან თქვენ ყველაფერს აკეთებთ, რათა თავიდან აიცილოთ რუსეთის უპირატესობები  ზამთარში. რა თქმა უნდა, ჩვენც აქ ვართ იმ დროს, როდესაც აშკარაა, რომ რუსეთი თავის მეგობარ ირანთან ერთად ესკალაციას აღვივებს, საუბარია ირანული ბალისტიკური რაკეტების გამოყენებაზე, რომლებსაც გამოიყენებნ ზამთარში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ და რომელიც, სამწუხაროდ, უკრაინელ ხალხს სიცოცხლის ფასად დაუჯდება. ასე რომ, რა თქმა უნდა, ჩვენ აქ ვართ იმისთვის, რომ შევიმუშავოთ სტრატეგია, რათა გავიგოთ, როგორ მივცეთ უკრაინელებს გამარჯვების შესაძლებლობა და რა სჭირდება ამას, - თქვა ლემიმ კიევში ინტერვიუს დროს.

ლემიმ ასევე დაამატა, რომ დიდ პატივს სცემს ზელენსკის და მას „თანამედროვე გმირად“ თვლის.

დარწმუნებული ვარ, როცა პენსიაზე გავალ, ის ჩემზე ცოტა უმცროსია, რომ ის იქნება ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ადამიანი, ვისაც ჩემი ცხოვრების მანძილზე შევხვედრივარ, - თქვა მან.

მსგავსი სიახლეები