უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 მოქალაქე დაიბრუნა

13.09.24 16:33
უკრაინამ  რუსეთის ტყვეობიდან კიდევ 49 მოქალაქე დაიბრუნა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ცნობით, უკრაინამ 49 მოქალაქე რუსეთის ტყვეობიდან დაიბრუნა - უკრაინაში შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, ეროვნული პოლიციის, სასაზღვრო სამსახურის სამხედრო პერსონალი და მშვიდობიანი მოქალაქეები დაბრუნდნენ.

როგორც "Хочу жить" წერს, სანაცვლოდ რუსეთს 49 სამხედრო გადაეცა, რომელთა უმეტესობაც კურსკის ოლქში ტყვეს აყვანილი წვევამდელები იყვნენ, თუმცა ამ ინფორმაციას რუსული მხარე ამ დრომდე არ ადასტურებს. 

ჩვენ ასევე მოვახერხეთ აზოვსტალის კიდევ რამდენიმე მცველის გათავისუფლება. უკრაინის გმირი, სამხედრო მედიკოსი ვიქტორ ივჩუკიც სახლშია", - წერს ზელენსკი.

მსგავსი სიახლეები