მაიკლ დუგლასი კიევში ჩავიდა

გაეროს მშვიდობის ელჩი, მაიკლ დუგლასი კიევში ჩავიდა - ამერიკელი მსახიობი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა უკრაინაში არსებული ვითარება, პარტნიორებთან თანამშრომლობა და ომში ჩართული ქვეყნის მხარდაჭერა განიხილეს.
მე მქონდა შეხვედრა ამერიკელ მსახიობთან, პროდიუსერთან და გაეროს მშვიდობის ელჩ მაიკლ დუგლასთან და მის შვილთან, დილანთან. განვიხილეთ ჩვენს ქვეყანაში არსებული ვითარება, პარტნიორებთან თანამშრომლობა, უკრაინის მხარდაჭერა და ბატონების და პირველი ლედების მეოთხე სამიტი. ჩვენ დიდად ვაფასებთ, რომ მაიკლი და მისი შვილი, ამ საკითხებით გულწრფელად არიან დაინტერესებულნი, რომ მათი ოჯახი ჩვენი ქვეყნისა და ხალხის გვერდით დგას. მადლობას ვუხდით მათ ყველანაირი მხარდაჭერისთვის" - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოებს ავრცელებს.