აშშ-მა პროპაგანდისტული Russia Today და მისი აღმასრულებელი დირექტორი დაასანქცირა

აშშ-ის ფინანსთა დეპარტამენტმა, რუსული პროპაგანდისტული მედია ჯგუფის Russia Today-ისა და მისი აღმასრულებელი დირექტორის, დიმიტრი კისილიოვი დაასანქცირა.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა არხს რუსული სამხედრო მანქანის ნაწილი უწოდა.
მედია ჰოლდინგში Russia Today ასევე შედის საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტი" და სააგენტო Sputnik. სანქციები ასევე შეეხება კრემლის პროპაგანდისტულ ტელე-არხს RT და ANO EURASIA, რომელიც საზღვარგარეთ რუსული „კულტურული დიპლომატიის“ გავრცელებით არის დაკავებული.
ენტონი ბლინკენის თანახმად, RT-ის სტრუქტურაში მინიმუმ 2023 წლიდან მოქმედებს კიბერგანყოფილება საინფორმაციო დივერსიისა და სამხედრო შესყიდვების ჩასატარებლად. მან მაგალითად მოიყვანა რუსეთში გამართული მრავალრიცხოვანი მედიაკამპანია, რომლებიც აგროვებენ თანხებს არმიის მხარდასაჭერად და უკრაინაში მეომარი სამხედრო ნაწილების აღჭურვილობის შესაძენად.