BBC: დონალდ ტრამპი ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდიდან მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს

14.09.24 14:43
BBC: დონალდ ტრამპი ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდიდან მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს

BBC-ის ცნობით, დონალდ ტრამპი ოჰაიოს პატარა ქალაქიდან მიგრანტების მასობრივ დეპორტაციას გეგმავს. როგორც გამოცემა წერს, აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მასობრივად გაასახლებს მიგრანტებს ოჰაიოს პატარა ქალაქიდან, სადაც დაუდასტურებელი ცნობებით, მიგრანტი ჰაიტელები შინაურ ცხოველებსა ჭამენ.

ცნობისთვის, ტრამპმა პირველად სატელევიზიო დებატების დროს განაცხადა, რომ ოჰაიოს ქალაქ სპრინგფილდში დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მიგრანტები შინაურ ცხოველებს ჭამდნენ. ქალაქის ოფიციალური პირები უარყოფენ ამ ცნობებს.