უკრაინამ ქვეყანაში რუსეთის ტყვეობაში მყოფი 103 ჯარისკაცი დააბრუნა
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 103 სამხედრო დააბრუნა.
შეიარაღებული ძალების, ეროვნული გვარდიის, სახელმწიფო საზღვრის დაცვისა და ეროვნული პოლიციის ჯარისკაცები საბოლოოდ სახლში დაბრუნდნენ. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ტყვეობიდან ყველას დასაბრუნებლად. დიდება უკრაინას", - წერს უწყება X-ზე.