რუმინეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

14.09.24 17:59
რუმინეთში წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა

Reuters-ი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ აღმოსავლეთ რუმინეთში ძლიერი წყალდიდობის შედეგად, სულ მცირე, 4 ადამიანი დაიღუპა.

რუმინეთში საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების განყოფილების განცხადებით, წყალდიდობამ რვა ოლქი დააზიანა. დაღუპულები გალათის ოლქში იპოვეს, სადაც დაახლოებით 5000 სახლი დაზიანდა.

გარემოს დაცვის სამინისტროს წყალმომარაგების სააგენტოს ინფორმაციით, 24 საათზე ნაკლებ დროში კვადრატულ მეტრზე 150 ლიტრზე მეტი ნალექი მოვიდა. სამძებრო-სამაშველო ოპერაციაში დასახმარებლად ხელისუფლებამ Black Hawk ვერტმფრენები ჩართო.

მსგავსი სიახლეები