უკრაინის არმიამ კურსკის ოლქის სოფელ ვესელოეს მახლობლად, სავარაუდოდ, საზღვრის გარღვევა მოახერხა

15.09.24 10:28
უკრაინის არმიამ კურსკის ოლქის სოფელ ვესელოეს მახლობლად, სავარაუდოდ, საზღვრის გარღვევა მოახერხა

უკრაინის არმიამ რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთ-დასავლეთით, სოფელ ვესელოეს მახლობლად, სავარაუდოდ, საზღვრის გარღვევა მოახერხა. ინფორმაციას ახალი შეტევის შესახებ რუსი სამხედრო ბლოგერები ავრცელებენ. არაერთი წყარო იტყობინება, რომ ბრძოლები სოფელშიც მიმდინარეობდა და შესაძლოა, ის უკვე დაიკავეს უკრაინელმა სამხედროებმა. არსებობს ინფორმაცია, რომ ბრძოლები მიმდინარეობს სოფელ ნოვი პუტში, საზღვრიდან ორ კილომეტრში.

NASA-ს თანამგზავრებმა ორივე სოფელში ხანძარი დააფიქსირეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო  მხოლოდ იმას ამბობს, რომ ამ ტერიტორიაზე რამდენიმე თავდასხმის მცდელობა მოიგერია. ოფიციალური კომენტარი ჯერ არც კიევში გაკეთებულა.

მსგავსი სიახლეები