ოდესის გარეუბანში რუსულ სარაკეტო დარტყმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა
ოდესის გარეუბანში რუსულ სარაკეტო დარტყმას ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაცია ოდესის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამ არხზე ვრცელდება. წინასწარი მონაცემებით, რაკეტა აღჭურვილი იყო კასეტური ქობინით, რაც საერთაშორისო კონვენციითაა აკრძალული. სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, დაშავებულია 65 წლის ქალი.