სტიქია ჩეხეთში - ძლიერი წვიმების გამო რამდენიმე ქალაქსა და სოფელში ევაკუაცია გამოცხადდა

15.09.24 10:36
სტიქია ჩეხეთში - ძლიერი წვიმების გამო რამდენიმე ქალაქსა და სოფელში ევაკუაცია გამოცხადდა

ძლიერი წვიმის გამო ჩეხეთში სარკინიგზო მიმოსვლა შეფერხებულია. წყალდიდობის საფრთხის გამო, ჩეხეთის რკინიგზის გადაწყვეტილებით, შაბათ-კვირას დაგეგმილი ყველა რეისი გადადებულია. სარკინიგზო ხაზებზე წაქცეული ხეების გამო ათობით ხაზზე უკვე შეჩერებულია მოძრაობა.

პრაღაში მდინარე ვლტავას შესაძლო ადიდების გამო შეჩერებულია საზღვაო მიმოსვლა. 
დაიხურა მოედნები და პარკები. მუშაობა შეწყვიტა პრაღის ზოოპარკმაც. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდეს, საჭიროების გარეშე არ გამოვიდნენ ქუჩაში და არ გამოიყენონ ავტომობილი.

ჩეხეთის რადიოს ცნობით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქსა და სოფელში ევაკუაციაა გამოცხადებული.

ცენტრალური ევროპის ქვეყნები, ბოლო წლების განმავლობაში ყველაზე მასშტაბური წყალდიდობისთვის ემზადებიან.