დონალდ ტრამპი კიდევ ერთ თავდასხმას გადაურჩა
დონალდ ტრამპი კიდევ ერთ თავდასხმას გადაურჩა. ამერიკის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატს ჩასაფრება ფლორიდაში გოლფის მოედანთან მოუწყვეს. საიდუმლო სამსახური ირწმუნება, რომ შუახნის მამაკაცი ბუჩქებში იყო დამალული და დონალდ ტრამპისთვის სროლას აპირებდა. თავდმსხმელი უკვე დაკავებულია.
მედია წერს, რომ ტრამპის მკვლელობის მცდელობა რაიან როუტის სურდა.. გამოძიებამ გოლფის მოედნის სიახლოვეს იპოვა იარაღი, კამერა და ზურგჩანთა.
FBI-მ გუშინდელ ინციდენტს პოლიტიკოსის მკვლელობის აღკვეთილი მცდელობის კვალიფიკაცია მისცა. ამ ამბავს უკვე გამოეხმაურა ჯო ბაიდენი და პრეზიდენტობის დემოკრატი კანდიდატი კამალა ჰარისი. ისინი გმობენ პოლიტიკურ ძალადობას და იმედი აქვთ, რომ სპეცსამსახურები დონალდდ ტრამპის უსაფრთხოებისთვის ყველაფერს გააკეთებენ.