ათასობით ინფიცირებული და გადავსებული კლინიკები - დელტა შტამი აშშ-ს უტევს

12.08.21 11:37
ათასობით ინფიცირებული და გადავსებული კლინიკები  - დელტა შტამი აშშ-ს უტევს

ათასობით ინფიცირებული და გადავსებული კლინიკები შტატებში - დელტა შტამი ამერიკას უტევს. წინა კვირის მონაცემებთან შედარებით შტატებში ვირუსის გავრცელება 35%-ითაა გაზრდილი. ინფიცირებულთა დღიური რიცხვი 100 ათას სცდება. 

დელტა ვარიანტის დიდი ზრდით იქ არ ვიქნებოდით, სადაც ახლა ვართ უფრო ეფექტურები რომ ვყოფილიყავით ყველას დარწმუნებაში გაეკეთებინათ აცრა. ახლა ჩვენ საშინელ საფასურს ვიხდით, - ამბობს სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი.

ერთ-ერთი ყველაზე რთული ვითარება ფლორიდის შტატშია, სადაც ბოლო 8 დღის განმავლობაში ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლმა რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.

CDC რეგულაციების გამკაცრებას არ გამორიცხავს. 

ცოტა ხნის წინ აშშ-ს პრეზიდენტს  პენტაგონმა თხოვნით მიმართა, რათა ჯარისკავებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახადოს. 

ბოლო ინფორმაციით, აშშ-ში  36 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიციებული, გარდაცვლილია 600 ათასზე მეტი. სრულად ვაქცინირებულია 166 მილიონზე მეტი ადამიანი. 
 

მსგავსი სიახლეები