ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა და ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა

16.09.24 16:55
ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა და ურსულა ფონ დერ ლაიენი გააკრიტიკა

ფრანმა ევროკომისარმა, ტიერი ბრეტონმა თანამდებოდა დატოვა - ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. ევროკომისიის პრეზიდენტისთვის, ურსულა ფონ დერ ლაიენისთვის გაგზავნილ გადადგომის წერილში ბრეტონმა ლაიენი გააკრიტიკა.

კერძოდ, როგორც წერილშია ნათქვამი, ლაიენმა პირადი მიზეზების გამო, საფრანგეთს მოსთხოვა ევროკომისიის ახალი შემადგენლობის ფორმირების პროცესში მისი კანდიდატურა მოეხსნა.

მეტიც, ტიერი ბრეტონი აცხადებს, რომ ლაიენმა საფრანგეთს კანდიდატურის მოხსნა ისე მოსთხოვა, რომ საკითხი ფრანგ ევროკომისართან არც კი განიხილა. 

თქვენ საფრანგეთს სთხოვეთ ჩემი კანდიდატურა უკან გაეწვია - პირადი მიზეზების გამო, რომლებიც ჩემთან პირადად არ განგიხილავთ", - მიმართა ბრეტონმა ფონ დერ ლაიენს.

ამასთან, ცნობილი ხდება, რომ ტიერი ბრეტონი საგარეო საქმეთა მინისტრმა, სტეფან სეჟორნმა შეცვალა.