ლუკაშენკომ კიდევ 37 პოლიტპატიმარი შეიწყალა

16.09.24 23:54
ლუკაშენკომ კიდევ 37 პოლიტპატიმარი შეიწყალა

ალქესანდრე ლუკაშენკომ "ექსტრემისტული" დანაშაულისთვის დაკავებული კიდევ 37 პატიმარი შეიწყალა - ამის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

ირკვევა, რომ გათავისუფლებულებს შორის 6 ქალია. ლუკაშენკოს მხრიდან ივლისის შემდეგ ეს შეწყალების უკვე მეოთხე შემთხვევაა.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის Viasna-ს ინფორმაციით, ბელარუსიაში 1 300-ზე მეტი პოლიტპატიმარია.