უკრაინას ომში გამარჯვების გეგმა მზად აქვს - ზელენსკი
უკრაინას ომში გამარჯვების გეგმა მზად აქვს. დოკუმენტს ქვეყნის პრეზიდენტი მოკავშირეებს მომავალ კვირას გააცნობს. ზელენსკის განცხადებით, გამარჯვების გეგმაში გაწერილია ის პუნქტები, რომელიც მშვიდობას არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ მთელ მსოფლიოში უზრუნველყოფს.
სამხედრო ზირუნველყოფა, პოლიტიკური, დიპლომატიური, ეკონომიკური, ყველა მიმართულებით საკვანძო პირების ჩართულობა. უკრაინისთვის აუცილებელი ნაბიჯები უკვე აბსოლუტურად მკაფიოდ არის განსაზღვრული, რამაც ჩვენ რეალურ და სამართლიან მშვიდობას უნდა დაგვაახლოვოს. პუნქტების სია, თუ რა არის ამისთვის საჭირო, მკაფიოა. იქ არცერთი შეუძლებელი რამ არ არის, - განაცხადა ზელენსკიმ.