მედვედევი რუსეთის მტრების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ ფიზიკურ განადგურებას ითხოვს

17.09.24 12:18
მედვედევი რუსეთის მტრების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ ფიზიკურ განადგურებას ითხოვს

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი რუსეთის მტრების მონაცემთა ბაზის შექმნას და მათ ფიზიკურ განადგურებას ითხოვს. ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ანგარიშსწორება გარდაუვალი უნდა იყოს, რათა რუსეთის მტრებმა იცოდნენ, რომ აუცილებლად მოეკითხებათ. 

ასეთი ოპერაციები (კურსკი) საგულდაგულოდ არის დაგეგმილი და ყოველთვის არ არის წარმატებული. მაგრამ მათთან გამკლავება უაღრესად მნიშვნელოვანია უდანაშაულო მსხვერპლთა ხსოვნის სახელით და უმაღლესი სამართლიანობის აღსადგენად.

აქ მთავარი გარდაუვალობაა. არ აქვს მნიშვნელობა, როდის დადგება ანგარიშსწორების მომენტი. მთავარია, მისი გარდაუვალობა. ისე, რომ ყველა არსებამ, განურჩევლად მისი ერის, რწმენისა, მოქალაქეობისა და თანამდებობისა, რომელმაც ჩაიდინა დანაშაული ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ, ან რომელიმე ნაძირალა, რომელიც გაჰყვირის: „მოკალით მშვიდობიანი მოქალაქეები კურსკში!“, იცოდნენ, რომ მოეკითხებათს. ღამით უნდა წრიალებდნენ, ქუჩაში შიშთ აქეთ-იქეთ იყურებოდნენ, იცვლიდნენ მონაცემებს და მოქალაქებას, ატარებდნენ იარაღს, გარბოდნენ უსაფრთხო ადგილებში, ავადმყოფ ვირთხებად უნდა გადაიქცნენ, რომლებსაც მანიაკალური შფოთვა და დევნის ბოდვები ექნებათ. შესაძლოა, ისინი რაღაც მომენტშ შიშიგან მოკვდნენ კიდეც. და თუ უფალი არ დაუშვებს, რომ ეს არსება ამ ქვეყნიდან მარტივად წავიდეს, რაღაც მომენტში ზურგს უკან ჩუმი ნაბიჯები უნდა გაიგონოს...

და აქ არის კიდევ ერთი რამ: თქვენ უნდა გამოიყენოთ მტრის ცნობილი იარაღი. მრავალი აშკარა სამართლებრივი საკითხის მიუხედავად, ღირს განიხილოს ჩვენი მტრების ღია საჯარო მონაცემთა ბაზის შექმნა, მათი პერსონალური მონაცემების მითითებით საკმაოდ პრაქტიკული მიზნებისთვის, - განაცხადა მედვედევმა. 

მსგავსი სიახლეები