რუსეთში პანიკაა - დრონებით შეტევა ტვერის ოლქზე განხორციელდა

18.09.24 10:42
რუსეთში პანიკაა - დრონებით შეტევა ტვერის ოლქზე განხორციელდა

პანიკა რუსეთში - ტვერის ოლქში განგაშია, ქალაქ ტოროპეციდან კი მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, უკრაინულმა არმიამ  იერიში დრონებით ტვერის საბრძოლო მასალების საწყობზე მიიტანა. აფეთქებების გამო რაიონიდან, სადაც ხანძარს აქრობენ,  მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინაროებს. ოლქის მთელ ტერიტორიაზე დაიხურა ბაღები და სკოლები.