ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონს დაარტყეს - არის მსხვერპლი, ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

18.09.24 10:59
ოკუპანტებმა ზაპოროჟიეს რეგიონს დაარტყეს - არის მსხვერპლი, ნანგრევების ქვეშ ადამიანებს ეძებენ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონზე მასიური შეტევა განახორციელეს. მტრის დარტყმის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.

კამიშევატის თემში რამდენიმე კერძო სახლი და ინფრასტრუქტურა დაზიანდა, წინასწარი ინფორმაციით, დაიღუპა ორი ადამიანი, დაშავდა ხუთი,- განაცხადა ზაპოროჟიეს რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამჟამად ნანგრევებში მყოფი ადამიანების ძებნა მიმდინარეობს. დეტალები ზუსტდება.

მსგავსი სიახლეები