რუსეთის კონტრშეტევა კურსკის რეგიონში შეჩერებულია- უკრაინის შეიარაღებული ძალები
რუსეთის კონტრშეტევა კურსკის რეგიონში შეჩერებულია, მისი ტერიტორიის ნაწილი უკრაინის კონტროლის ქვეშ რჩება - ამის შესახებ AFP-ს უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობის წარმომადგენელმა, ალექსეი დმიტრაშკოვსკიმ განუცხადა.
რუსეთის ჯარებმა შეტევა ფლანგებიდან სცადეს, მაგრამ ისინი შეაჩერეს, სიტუაცია დასტაბილურდა და დღეს ყველაფერი ჩვენი კონტროლის ქვეშაა, მათ არ გამოუვიდათ“, - ციტირებს სააგენტო მის სიტყვებს.
ასევე, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დაკავებულ ტერიტორიაზე რჩება “რამდენიმე ათასი“ რუსი მშვიდობიანი მოქალაქე. ზოგიერთ დასახლებაში ჯერ კიდევ 100-ზე მეტი ადამიანია, - ციტირებს AFP დიმიტრაშკოვსკის.