უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული - ზელენსკი

19.09.24 10:22
უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული - ზელენსკი

"უკრაინის გამარჯვების გეგმა უკვე სრულად არის მომზადებული" - ამის შესახებ განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გააკეთა.

ზელენსკის თქმით, მშვიდობის ალტერნატივა არ არსებობს.

დღეს კი უკვე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი გამარჯვების გეგმა სრულად არის მომზადებული - იდენტიფიცირებულია ყველა პუნქტი, ყველა ძირითადი აქცენტი, საჭირო დანართები გეგმის დეტალებით. ყველაფერი მოგვარებულია. ახლა მთავარია მისი განხორციელების გადაწყვეტილება.

ჩვენ გვჭირდება საიმედო და გრძელვადიანი უსაფრთხოება უკრაინისთვის და, შესაბამისად, მთელი ევროპისთვის. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვმუშაობთ", - თქვა ზელენსკიმ.

ცნობილია, რომ ზელენსკი ამ გეგმას ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორებს გააცნობს.

მსგავსი სიახლეები