კამალა ჰარისი შესაძლოა, მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს

19.09.24 10:25
კამალა ჰარისი შესაძლოა, მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს

კამალა ჰარისი შესაძლოა მომავალ კვირას ზელენსკის შეხვდეს - ამის შესახებ ინფორმაციას CNN სამ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. აღნიშნულის შესახებ იტყობინება  Bloomberg-იც. 

Bloomberg-ი საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს უკრაინელი ლიდერი დაჟინებით მოითხოვს უკრაინის გაწევრიანებას ნატო-სა და ევროკავშირში.

კითხვაზე, შეხვდება თუ არა ჰარისი ზელენსკის მომავალ კვირას, ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერმა, ჯონ კირბიმ თქვა, რომ შესაძლოა, თუ შესაძლებლობა გაჩნდება.

"ვიცი, რომ ის რამდენიმეჯერ შეხვდა პრეზიდენტ ზელენსკის პირისპირ და ვიცი, რომ მას ტელეფონით ესაუბრა. მე ეჭვი არ მეპარება, რომ თუ შესაძლებლობა გამოჩნდება და ორივეს შეეძლება კიდევ ერთხელ ისაუბრონ, ისინი ამას გააკეთებენ", - თქვა კირბიმ.