ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინას ეწვევა

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ხვალ უკრაინას ეწვევა და ქვეყნის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს აღმასრულებელმა დირექტორთან, ფატიჰ ბიროლთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირი მზადაა უკრაინის მხარდაჭერა გააძლიეროს.
ორ კვირაში გათბობის სეზონი იწყება. იმ ფონზე, როდესაც ტემპერატურა კლებას იწყებს, ევროკავშირი მზად არის გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა. ზამთრისთვის ერთად ვემზადებით. მე მივემგზავრები კიევში, რათა ხვალ ეს საკითხები პირადად განვიხილო პრეზიდენტ ზელენსკისთან, - განაცხდა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.