დაკავებულია კაცი, რომელიც ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდა - ისრაელის უშიშროება
ისრაელის უშოშროების ინფორმაციით, დაკავებულია კაცი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსა და სხვა ოფიციალური პირების მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობდა.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, დაკავებული ისრაელის მოქალაქეა. ორჯერ იყო უკანონოდ გადასული ირანში და დავალების შესასრულებლად შესაბამისი თანხაც მიიღო.
უშიშროების სამსახურის განცხადებაში ნათქვამია, რომ მამაკაცი გასულ თვეში დააკავეს და მის სამიზნეებს შორის, გარდა პრემიერისა, იყვნენ თავდაცვის მინისტრი და უშიშროების სააგენტოს ხელმძღვანელი.