26 სექტემბერს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

19.09.24 23:46
26 სექტემბერს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება

26 სექტემბერს, თეთრ სახლში, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი და უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შეხვდებიან - ინფორმაციას თეთრ სახლზე დაყრდნობით ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ სოციალურ ქსელ X-ზე ავრცელებს

პირისპირ შეხვედრა გაიმართება ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორისაც. 

ლიდერები ისაუბრებენ რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ, ასევე უკრაინის სტრატეგიაზე და აშშ-ის მხარდაჭერაზე უკრაინის მიმართ, რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ. პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ხაზს გაუსვამენ თავიანთ ურყევ მხარდაჭერას უკრაინის გვერდით დგომის შესახებ", - წერს თეთრი სახლი.

მსგავსი სიახლეები