ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა
ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში მან აღნიშნა, რომ რუსეთი აგრძელებს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.
"ჩამოვედი ევროპული მხარდაჭერის განსახილველად: ზამთრისთვის მზადებიდან თავდაცვამდე, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესიდან G7-ის სესხების მხრივ პროგრესამდე", - დაწერა მან.
ცნობისთვის, ეს ევროკომისიის პრეზიდენტის მერვე ვიზიტია უკრაინაში.