წყალდიდობა უნგრეთში - ქვეყნის პარლამენტი დატბორვის საფრთხის წინაშეა

20.09.24 10:46
წყალდიდობა უნგრეთში - ქვეყნის პარლამენტი დატბორვის საფრთხის წინაშეა

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მდინარე დუნაი ნაპირებიდან გადმოვიდა და ქუჩების დატბორვა დაიწყო. ამის შესახებ Deutsche Welle იუწყება. სოციალურ ქსელებში ვრცელდება ფოტოები და ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ წყალი უნგრეთის პარლამენტის შენობას მიუახლოვდა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის ვიქტორ ორბანის განცხადებით, წყალდიდობის პიკი ბუდაპეშტში შაბათს, 21 სექტემბერს საღამოს არის მოსალოდნელი. ის ამტკიცებს, რომ მიუხედავად სიტუაციის სერიოზულობისა, უნგრეთის ხელისუფლებას აქვს საკმარისი რესურსი სტიქიასთან საბრძოლველად.