პუტინის ამბობს, რომ წელს რუსეთი დრონების წარმოებას ათჯერ გაზრდის
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის განაცხადებით, დრონების წარმოებას დაახლოებით ათჯერ გაზრდის და წელს თითქმის 1.4 მილიონ დრონს დაამზადებს.
ჯამში 2023 წელს რუსულ შეიარაღებულ ძალებს დაახლოებით 140 000 სხვადასხვა სახის უპილოტო საფრენი აპარატი მივაწოდეთ... წელს დაგეგმილია, რომ დრონების წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდოს. უფრო ზუსტად, თითქმის 10-ჯერ" - განაცხადა პუტინმა.
პუტინმა სანქტ-პეტერბურგში დრონების წარმოების შესახებ გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, რომ "ვინც უფრო სწრაფად ირეაგირებს ბრძოლის ველზე ამ მოთხოვნებზე, გაიმარჯვებს".
2022 წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, ორივე მხარე არტილერიასა და დრონებს ინტენსიურად იყენებს, ხოლო კონფლიქტში ზოგადად დრონების გამოყენება მნიშვნელოვნად განვითარდა. უკრაინა და რუსეთი, ერთი მხრივ, ომისთვის დრონებს საზღვარგარეთ ყიდულობენ, თუმცა, მეორე მხრივ, ქვეყნის შიგნით საკუთარი წარმოების განვითარებაც დაიწყეს.