ევროკავშირი სესხის სახით უკრაინას დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა კიევში ვიზიტისას განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინას სესხის სახით დაახლოებით 35 მილიარდ ევროს გამოუყოფს.
რუსეთის უწყვეტი თავდასხმების გამო უკრაინას სჭირდება ევროკავშირის მუდმივი მხარდაჭერა. ევროკომისია უკრაინას 35 მილიარდ ევრომდე სესხს გამოუყოფს G7-ის დაპირების ფარგლებში. ეს არის ევროკავშირის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წვლილი უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად", – წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.