ისრაელის ავიაციამ ბეირუთი დაბომბა - IDF

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის ავიაციამ ლიბანის დედაქალაქი ბეირუთი დაბომბა.
IDF-ის ცნობით, ისრაელმა საჰაერო შეტევა სამხრეთ ლიბანზე მიიტანა და განაცხადა, რომ მისმა სამხედრო თვითმფრინავებმა ჰეზბოლას 100-ზე მეტ სარაკეტო გამშვებ მოწყობილობას და სხვა "ტერორისტულ ადგილებს", მათ შორის, იარაღის საწყობებს დაარტყეს.
ამ დროისთვის მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია უცნობია.