უკრაინამ დანიისგან 40.7 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

20.09.24 20:10
უკრაინამ დანიისგან 40.7 მილიონი ევროს დახმარება მიიღო

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ დანიის დახმარების პაკეტიდან 40,7 მილიონი ევრო მიიღო, რომელიც უკრაინული იარაღის წარმოების მხარდაჭერას ისახვს მიზნად. 

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, რუსტემ უმეროვის განცხადებით, დანიის მაგალითი არის სიგნალი უკრაინის ყველა პარტნიორისთვის უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიაში ინვესტირების მნიშვნელობის შესახებ.

ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, რადგან დანიამ გამოყო 50 მილიონი ევრო, უკრაინული თვითმავალი საარტილერიო სისტემის [ე.წ.] ბოჰდანას წარმოებისთვის“, - თქვა რუსტემ უმეროვმა, უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.