პრეზიდენტობის კანდიდატების უსაფრთხოების გაძლიერება - აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ ახალი კანონპროექტი მიიღო
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ პრეზიდენტობის კანდიდატების უსაფრთხოების გაძლიერების შესახებ კანონპროექტი მიიღო.
საერთაშორისი გამოცემა Politico წერს, რომ კანონპროექტი საიდუმლო სამსახურს ავალდებულებს, პრეზიდენტის, ვიცე-პრეზიდენტისა და დემოკრატიული და რესპუბლიკური პარტიებიდან პრეზიდენტობისა და ვიცეპრეზიდენტობის კანდიდატების დასაცავად ერთნაირი სტანდარტები გამოიყენოს.
გავლენიანი გამოცემის ცნობით, ინიციატივა წარმომადგენელთა პალატაში ორმა რესპუბლიკელმა და ერთმა დემოკრატმა წარადგინეს, მხარი კი აშშ-ის კონგრესის ქვედა პალატის 405-მა კანონმდებელმა დაუჭირა.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ დოკუმენტი მას შემდეგ მომზადდა, რაც პენსილვანიის შტატში დონალდ ტრამპზე იერიში მიიტანეს.