ბაიდენი: "ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია"

"ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა კვლავ რეალისტურია" - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.
ბაიდენის თქმით, მხარეებმა ყველა შემხვედრი ნაბიჯი უნდა გადადგას, რათა საბოლოოდ მიზანი აღსრულდეს.
ჩვენ განვაგრძობთ მცდელობას და თავიდანვე ვცდილობთ უზრუნველვყოთ, რომ როგორც ჩრდილოეთ ისრაელის, ასევე სამხრეთ ლიბანის მოსახლეობამ შეძლოს თავიანთ სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნება. სახელმწიფო მდივანი, თავდაცვის მდივანი, ჩვენი მთელი გუნდი და დაზვერვის საზოგადოება ცდილობენ ამის მიღწევას. ჩვენ გავაგრძელებთ მცდელობას, სანამ არ მივაღწევთ მიზანს, მაგრამ გასავლელი გზა ჯერ კიდევ გვაქვს“, - განაცხადა ბაიდენმა.