რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესაში პორტი დაბომბა

21.09.24 10:17
რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესაში პორტი დაბომბა

რუსეთის საოკუპაციო არმიამ ოდესაში პორტი დაბომბა. უკრაინის საპორტო ქალაქზე მიტანილი იერიშის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქეა დაშავებული.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ოდესაზე შეტევა ისკანდერ-მ ტიპის რაკეტით მოხდა. იერიშის შედეგად დაზიანებულია სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, პორტი და ერთი სამოქალაქო გემიც.