მედია: ისრაელმა ბეირუთს დაარტყა - მოკლულია "ჰეზბოლას" ელიტური დანაყოფის მეთაური
14 ადამიანი გარდაიცვალა, 64 კი მძიმედ დაშავდა ბეირუთში. მედიააში გავრცელებული ინფორმაციით, ლიბანის დედქალაქზე იერიში ისრაელის საჰაერო ძალებმა მიიტანეს.
უცხოური გამოცემები წერენ, რომ ამ ავიადარტყმების შედეგად მოკლულია ჰეზბოლას ელიტური დანაყოფ „რადვანის“ მეთაური იბრაჰიმ აქილი.
ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროო იტყობინება, რომ ამ დრომდე კრიტიკულად მძიმედ ფასდება 11 დაშავებულის მდგომარეობა.
ისრაელშიი აცხადებენ, რომ მათმა სამხედრო თვითმფრინავებმა დაარტყეს ჰეზბოლას 100-ზე მეტ სარაკეტო გამშვებ მოწყობილობას და სხვა "ტერორისტულ ადგილებს", მათ შორის იარაღის საწყობებსაც.