მედია: რუსულ სამხედრო საწყობებში ძლიერი აფეთქებებია

რუსულ სამხედრო საწყობებში ძლიერი აფეთქებებია - კრასნოდარის მხარეში, ქალაქ ტიხორეცხკში დრონების შეტევის შედეგად ხანძარი გაჩნდა, რომელიც ფეთქებად საშიშ ობიექტებზე გავრცელდა. სამხედრო საწყობის მიმდებარე ტერიტორიაზე აფეთქებები დაიწყო. მიმდინარეობს ხანძრის ადგილზე მდებარე დასახლების მცხოვრებთა დროებით ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს.
ტიხორეცკში დროებითი განსახლების ცენტრი მოეწყო. შემთხვევის ადგილზე სახანძრო ეკიპაჟები და სპეცსამსახურები მუშაობენ.
დრონებით შეტევის შემდეგ ევაკუაცია განხორციელდა ტვერის ოლქში სტარაია ტოროპას სარკინიგზო სადგურიდან. გაუქმდა რამდენიმე სამგზავრო მატარებლის რეისი, სხვები, მათ შორის მოსკოვი-პსკოვი და სანკტ-პეტერბურგი-სმოლენსკი, ალტერნატიულ მარშრუტზეა გაგზავნილი და დაახლოებით ორი საათის დაგვიანებით მოძრაობს.
იმავდროულად, წყაროები იუწყებიან ტვერის რეგიონის სოფელ ოქტიაბრსკში შეიარაღებული ძალების მთავარი სარაკეტო და საარტილერიო სამმართველოს 23-ე არსენალში ძლიერი აფეთქების შესახებ