ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება, რაც რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი გახდება - ზელენსკი
უკრაინის "გამარჯვების გეგმა" სრულად, სავარაუდოდ, ნოემბრის დასაწყისში იქნება მზად - ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, გეგმა რუსეთის სახელმწიფოსთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი გახდება.
ამასთან, როგორც ზელენსკი აღნიშნავს, გეგმის სამი პუნქტი უკვე მომზადებულია და პირველი სამიტის მონაწილეებთან შეხვედრები ონლაინ ფორმატში გაიმართა.
ჩვენ ვთქვით, რომ მზად ვართ იმისთვის, რათა მეორე სამიტზე რუსეთი ვიხილოთ, რადგან ყველა ჩვენმა მოკავშირემ, მათ შორის უახლოესმა მოკავშირემ, რომლებიც ჩვენს მხარეს არიან და რუსეთს ყოველთვის ეწინააღმდეგებიან, ყველამ განაცხადა, რომ რუსეთი მეორე სამიტზე უნდა იყოს. მაგრამ, რადგან რუსეთი უკრაინის წინააღმდეგ იბრძვის, ომის რომელიმე მხარის გარეშე დასრულება არ შეიძლება.
როგორც უკვე ვთქვით, ნოემბრის დასაწყისში მთელი გეგმა მზად იქნება. ეს რუსეთთან ნებისმიერი ფორმატით საუბრის დასაწყისი და საფუძველი იქნება. ნებისმიერ ფორმატში, მის ნებისმიერ წარმომადგენელთან, რადგან გეგმა იქნება და რაღაც საჩვენებელია. თუ მათ ეს არ მოეწონებათ, მათი რეაქცია კონკრეტულ საკითხებზე გასაგები იქნება და არა მხოლოდ ზოგადად - ჩვენ არაფერი გვსურს და ომს გავაგრძელებთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.